მზადება საქართველო-ჩეხეთის მატჩისთვის - უბილეთოდ დარჩენილ ქომაგებს რესპუბლიკის მოედანზე ელოდებიან

07.09.24 17:13
მზადება საქართველო-ჩეხეთის მატჩისთვის - უბილეთოდ დარჩენილ ქომაგებს რესპუბლიკის მოედანზე ელოდებიან

 

უბილეთოდ დარჩენილ ქომაგებს რესპუბლიკის მოედანზე ელოდებიან. მზადება, დედაქალაქის ცენტრში დასასრულს უახლოვდება. ვინც მესხის სახელობის სტადიონზე დასასწრებად ბილეთის შეძენა ვერ მოასწრო, შეუძლია ეროვნული ნაკრების თამაშს გიგანტური მონიტორების დახმარებით ადევნოს თვალი. 

გამარჯვების ადგილად ქცეულ მოედანზე შეკრება ცოტა ხანში დაიწყება. ყველაზე მეტად ქართული ფეხბურთის ვარსკვავების მწვანე მოედანზე გამოჩენას მომავალი ფეხბურთელები ელოდებიან.  ზუსტად შვიდი საათიდან ქომაგებს  რესპუბლიკის მოედანზე კოკა-კოლას ფან ზონაში დაელოდებიან. კომპანია ადგილზე მისულ გულშემატკივარს უამრავ სიურპრიზს უმზადებს. 

დარწმუნებული ვარ დღეს აქაურობა ზღვა ემოციას დაიტევს. თამაშის დაწყებამდე 2 საათით ადრე იქნება სხვადასხვა აქტივობები, გათამაშებები, კომპანიები და სპონსორები უამრავ პრიზს გაატამაშებენ. ასევე იქნება სასიამოვნო მუსიკა, რომელიც აამაღლებს განყობას. 8 საათზე კი ერთად ვუგულშემატკივრებთ მატჩს", - ამბობს მერიის წარმომადგენელი ნინუცა ბუცხრიკიძე.

დღეს, საქართველო - ჩეხეთის მატჩი ზუსტად 20:00 საათზე დაიწყება. 

მატჩის დაწყებამდე, ქართველი ოლიმპილები და პარალიმპიელები მესხის სტადიონზე ქართველი გულშემატკივარის წინაშე წარსდგებიან. ღონისძიება 19:45 საათზე დაიწყება.