"ძლიერი საქართველოს" ლიდერები შშმ პირებს შეხვდნენ

07.09.24 17:28
"ძლიერი საქართველოს" ლიდერები შშმ პირებს შეხვდნენ

როგორ უნდა შეიქმნას ქვეყანაში სრულად ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის, რა სჭირდებათ, რა აწუხებთ და როგორ წარმოუდგენიათ პრობლემების მოგვარება - ამ საკითხებზე სასაუბროდ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეხვდნენ.

ირკვევა, რომ დაპირებების მიუხედავად, ხელისუფლებამ ამ დრომდე შშმ პირებისთვის მინიმალური საჭიროებების მოგვარებაც კი ვერ შეძლო. ევროკაშირისკენ მიმავალ ქვეყანაში ისევ გამოწვევად სახელდება პანდუსების არასაკმარისი არსებობა.

უფრო მძიმე ვითარებაა რეგიონებში, კოალიცია "ძლიერ საქართველოს" ილიას გზის სახელით ცნობილ საარჩევნო პროგრამაში დეტალურად აქვს გაწერილი გეგმაა, თუ რას მოიმოქმედებენ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში და როგორ შექმნიან საცხოვრებლად სამართლიან გარემოს ყველასთვის.

მთავარი, რაც დღეს ჩვენ გვინდა განხივილოთ არის ის თუ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისათვის, რომ ეს ადამიანები სრულფასოვან მოქალაქეებად გრძნობდნენ თავს და ხელმისწავდომი იყოს მათთვის ყველაფერი. 

მე, პირველ რიგში, მინდა მივულოცო ქართველ პარაოლიმპიელებს, რომლებმაც აჩვენეს არაჩვეუელბრივი, ისტორიული შედეგი. მათ მოიპოვეს 7 მედალი პარაოლიმპიურ თამაშებზე. ესეც აჩვენებს იმას, თუ რამდენად ნიჭიერი ადამიანები არიან საქართველოში და კიდევ ერთხელ ასახელეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ამ ადამიანებს ყველანაირად, რომ საკუთარი ნიჭი, შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.