ო'ბრაიენი: "ოცნების" განცხადება ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც საქართველოს ევროპისკენ წაყვანა შეუძლია

07.09.24 18:01
ო'ბრაიენი: "ოცნების" განცხადება ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც საქართველოს ევროპისკენ წაყვანა შეუძლია

ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე განცხადება არ ჟღერს დემოკრატიულად. ეს გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა", - ასე აფასებს "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი.

ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მაისში თბილისშიც იმყოფებოდა, ამბობს, რომ "ოცნება" რეალობას არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ყველაფერი რიგზეა მაშინ, როცა ეს ასე ნამდვილად არ არის.

ეს არ ჟღერს, როგორც დემოკრატია. ერთ პარტიას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელ სხვა პარტიას აქვს [მასთან] კონკურენციის უფლება. ეს მოქალაქეების გადასაწყვეტია, რომელი პარტიები მიიღებენ პარლამენტში მანდატებს იმ სამართლიანი წესების მიხედვით, რომლებიც წინასწარვე გასაგებია. ასე რომ, დიახ, ვფიქრობ, ეს ძალიან გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა", - განაცხადა ო'ბრაიენმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

"ამერიკის ხმის" ინტერვიუ სრულად, ნახეთ აქ