"პროცესებს ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით" - ო'ბრაიენის გაფრთხილება "ოცნებას

07.09.24 18:22
"პროცესებს ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით" - ო'ბრაიენის გაფრთხილება "ოცნებას

რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას შეერთებულმა შტატებმა და რა იქნება ის ზომები, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების მაღალჩნოსნების მიმართ აანონსებს? - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს დიდი ყურადღებით დააკვირდებიან.

მე მეტს ვიტყვი იმაზე, რაც ყველაზე მეტად გვაშფოთებს. ჩვენ უკვე ავამოქმედეთ: სამოგზაურო შეზღუდვები ამერიკაში, რაც ათობით ადამიანს შეეხო, არ გვაქვს უფლება ვთქვათ, ვის, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. შევაჩერეთ დახმარება, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით. ეს სამარცხვინოა. მაგრამ ეს აუცილებელია.

ევროკავშირმა თქვა, რომ [ბლოკში] ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, და დახმარების ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობა გაუჩერა საქართველოს იმის გამო, თუ როგორია ეს კანონი. ჩვენ არ გვსურს ვიხილოთ იმგვარი ძალადობის, შევიწროებისა და შეურაცხყოფის დაბრუნება, რაც ამ გაზაფხულზე ვნახეთ. როცა სამოქალაქო ჯგუფებსა თუ პირებს, ვისი სახელებიც ნახსენები იყო, სტუმრობდნენ ხშირად მოძალადე ჯგუფები რუსული აქცენტით, ან ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს ყველაფერი არის ის, რაც არ შეიძლება ხდებოდეს. ასეთ პროცესებს უახლოეს მომავალში ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით", - განაცხადა ო ბრაიენმა.

"ამერიკის ხმის" ინტერვიუ სრულად, ნახეთ აქ