პრეზიდენტი: "გამარჯვება არის და გამარჯვება ასე იქნება ბოლომდე, გაიგეთ როგორც გინდათ"
გეტყვით ერთ რამეს (დასაწყისში რომ გითხარით) - გამარჯვება იქნება, გამარჯვება არის და გამარჯვება იქნება ბოლომდე - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
"ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები... გაიგეთ როგორც გინდათ, ყველა გამარჯვებას ველოდები" - უთხრა მედიას სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ მატჩში, ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.
სალომე ზურაბიშვილი მატჩს რესპუბლიკის მოედნიდან ადევნებდა თვალს.