ყველაფერი ახლა იწყება - გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი
ყველაფერი ახლა იწყება - გიორგი მამარდაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ეროვნულმნა ნაკრებმა დამსახურებულად მოუგო მეტოქეს.
"კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ, ჩემი აზრით, ჩვენ ახლა ვიწყებთ ახალი რაღაცების პოვნას და აღმოჩენას. ევროპის ჩემპიონატი იყო გარდამტეხი რაც თითოეულ ფეხბურთელს და გუნდს გვეხმარება. ჩვენ ახლა ვიწყებთ და ბევრი რაღაც არის წინ, ევროპის ჩემპიონატით არაფერი დასრულებულა, ახლა იწყება ყველაფერი" - თქვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ.
გიორგი მამარდაშვილმა ქართველ ქომაგებს მადლობა გადაუხადა.
ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპის ჩემპიონატის მერე როგორ დავიწყებდით თამაშს. ჩემი აზრით ამ ყველაფერს კარგად გავართვით თავი, რადგან ვიცით, რომ გულშემატკივრები ყოველთვის მეტს ითხოვენ, ყოველთვის გამარჯვება უნდათ და ეს ყველაფერი მისაღებია, რადგან ჩვენც გვინდა განვითარება, ჩვენც გვინდა ყველა თამაში მოვიგოთ. ახლა უნდა გავაგრძელოთ, შემდეგი თამაში მოდის ალბანეთთან - უფრო რთული თამაში იქნება ჩემი აზრით. იქაც გავალთ, 100% გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ"- თქვა მან.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.