“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრი ამბობს, რომ სახლთან დახვდნენ და დაემუქრნენ
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზურა ზაბახიძე ამბობს, რომ მას საკუთარ სახლთან დაემუქრნენ. პოლიტიკოსი მომხდარის უკან "ქართულ ოცნებას" ხედავს.
ზურა ზაბახიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ტიტუშკები 30-35 წლის იქნებოდნენ და არც სახეს მალავდნენ.
“გუშინ ჩემ სახლთან, ქუჩაში დამხვდა ორი ახალგაზრდა ადამიანი, რომლებსაც არ ვიცნობ, სავარაუდოდ, “ოცნების” “ტიტუშკები”. ბიჭები იყვნენ დაახლოებით 30-35 წლის ასაკის, არ ერიდებოდნენ სახის გამოჩენას, ვფიქრობ, ამოცნობასაც შევძლებ.
მათ მომმართეს სახელით და მითხრეს, რომ ჩამოვშორებოდი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, თორემ შედეგებიც არ დააყოვნებდა.
“რუსული ოცნების” პოლიტიკური გუნდი ყველა ზომას მიმართავს აგრესიული ფორმით, რათა ადამიანები დააშინონ და დააშანტაჟონ. მე მინდა მივმართო “რუსულ ოცნებას” ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და ერთად, ერთიანობით გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს”, - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზურა ზაბახიძემ.
ტერორზე ალაპარაკდა ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძეც, რომელიც წლების განმავალობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, შემდეგ კი დემონსტრაციულად გაემიჯნა, ამტკიცებს, რომ ემუქრებიან.
ვაი თქვენს პატრონს უბედურს! ერთი თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს ჩემი რომელიმე ოჯახის წევრს! ჯოჯოხეთს მოგიწყობთ!!! პირადად ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი! საქართველოს მთავრობა", - წერს ბიზნესმენი სოციალურ ქსელში.