ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

08.09.24 11:47
ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს - პარტიის საპატიო თავმჯდომარე მოსახლეობას ჩეხეთთან გამარჯვანას ულოცავს: 

გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას!
4:1 - ერთა ლიგაზე, ჩეხეთის ნაკრებთან მიღწეული ამ დამაჯერებელი გამარჯვებით, ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ, უზომოდ გაგვახარა თითოეული  ქართველი გულშემატკივარი!
ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ აშკარა იყო, რომ ქართული ფეხბურთისთვის ახალი, განსაკუთრებული ეპოქა დაიწყო, რაც გუშინდელი თამაშით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
ვულოცავ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მებრძოლი, ერთ მუშტად შეკრული და საამაყო გუნდის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანა!
დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება!"- წერია განცხადებაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელდა.