"ხელისუფლებამ რუსეთის დავალებით ადამიანებს უღალატა" - „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კამპანია გრძელდება
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კამპანია გრძელდება. დღეს კოალიციის ლიდერები ქარელში, ხაშურსა და გორში მოსახლეობას შეხვდებიან და საარჩევნო კამპანიას გააცნობენ. დღის განმავლობაში ოპოზიციონერი ლიდერები 9 ლოკაციაზე გაჩერდებიან, და მოქალაქეებს აუხსნიან, რატომ არის 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი, და რას გააკეთებს ოპოზიცია გამარჯვების შემდეგ.
მანამ სანამ რუსეთის მსახური ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში ანადგურებს ქართულ სახელმწიფოს, ემალება ჩვენი უმთავრესი საერთაშორისო პარტნიორების დელეგაციებს, საქართველოს აკარგვინებს მნიშვნელოვან სამხედრო, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ დახმარებას, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ კამპანიას ძლიერი საქართველოს შესაქმნელად.
მსურს გორის საზოგადოებას გამოცუხადო მადლობა იმ მაღალი ნდობისთვის, რაც ჩვენ მიმდინარე კამპანიისას უკვე ვნახეთ. მიხარია, რომ საზოგადოებამ მკაფიოდ დაიწყო გარევა ნათელსა და ბნელს შორის და ირჩევს რეალურ ცვლილებას, განახლებას, რომელიც არის ნომერი 9 - ძლიერი საქართველო. ჩვენ ყოველდღიურად გვიერთდებიან ახალი ადამიანები, ახალი ძალა და რესურსი, რომელთაც შემდეგ დღეებში ეტაპობრივად გავაცნობთ საზოგადოებას.
დღეს ჩვენ ვართ გორში, ქალაქში, რომელმაც საუკეთესოდ იცის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის, მაღალი უმუშევრობის, კორუფციის და ნეპოტიზმის მძიმე ფასი. დღეს ამ ქალაქში ათასობით ადამიანი უმუშევარია, რადგან კორუფციასა და ნეპოტიზმში ჩაფლულმა ადგილობრივმა ფეოდალებმა ადამიანების კეთილდღეობას საკუთარი ჯიბე ამჯობინეს. ამ ქალაქს ჰყავს უამრავი ემიგრანტი, რომელიც რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ ლუკმა-პურის საშოვნელად უცხო ქვეყნებში გახიზნა.
ხელისუფლებამ, რომელმაც რუსეთის დავალებით ადამიანებს უღალატა, მომავლის ხედვის ნაცვლად, წინასაარჩევნოდ დიქტატურა დაგვიანონსა. პასუხად, დღეს ჩვენ ამ ქალაქიდან ვამბობთ, რომ „ძლიერი საქართველო“ შექმნის 200,000 ღირსეულ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს, რაც პირდაპირ აისახება შიდა ქართლის ეკონომიკურ ზრდაზე. ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონს ექნება ახალი ეკონომიკური ფუნქცია ახალი დროის ძლიერ საქართველოში, რაც იქნება პირდაპირ ბმაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ახალი, სანდო ბაზრების ათვისებასთან, რომელთან წვდომაშიც თითოეულ ქართლელ ფერმერს დაეხმარება ჩვენს მიერ აშენებული ძლიერი სახელმწიფო.
დღეს ჩვენ ამ ქალაქიდან ვამბობთ, რომ თითოეული გორელ, ხაშურელ, კასპელ და ქარელელ ახალგაზრდას ექნება პირველი გარანტირებული სამსახური, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ შეეძლებათ საკუთარი რესურსი მოახმარონ არა სხვა ქვეყნების გამდიდრებას, არამედ საკუთარი რეგიონის და საკუთარი სახელმწიფოს ეკონომიკურ ზრდას.
ამასთანავე, „ძლიერი საქართველო“ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს კორუფიის და ნეპოტიზმის მოსასპობად, რაც ასე კარგად არის ცნობილი ყველასათვის ამ რეგიონში. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, კორუფიის ალაგმვა იქნება ის გზა, რომლითაც ჩვენ შევქმნით 1000 ლარ პენსიას თითოეული ხანდაზმულისთვის შიდა ქართლის რეგიონში და მთელი ქვეყნის მასშტაბით.
დღეს ჩვენ ვართ ქალაქში, რომელმაც საუკეთესოდ იცის ომის უბედურებაც და მშვიდობის ფასი და აქედან ვაცხადებთ, რომ რეალური მშვიდობა მდომარეობს ჩვენი სახელმწიფოს განვითარების, გაძლიერების და გამდიდრების იმ გეგმაში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ „ილიას გზას“.
„ძლიერი საქართველო“ აგრძელებს აქტიურ კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი მთავარი საზრუნავია ძლიერი ქართული საზოგადოება, ძლიერი მოქალაქე, 1000 ლარიანი პენსია თითოეულ ხანდაზმულისთვის, პირველი სტაბილური სამსახური თითოეული ახალგაზრდისთვის, სწრაფი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც რეალური მშვიდობის და კეთილდღეობის საწინდარი და რასაკვირველია ძლიერი ქართული სახელმწიფო!"- თქვა გრიფოლ გეგელიამ.