"ჩემი ხმა ევროპას!" - გადამწყვეტი არჩევნებისთვის სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება

08.09.24 13:41
"ჩემი ხმა ევროპას!" - გადამწყვეტი  არჩევნებისთვის სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება

გადამწყვეტი  არჩევნებისთვის სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება - არჩევნებს ახალი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ''ჩემი ხმა ევროპას'' დააკვირდება.

აღნიშნული ინიციატივა 30 ორგანიზაციას აერთიანებს, მისი მთავარი მიზანი ხმების დაცვაა. პრეზენტაცია დღეს 18:00 საათზე, დედაენის ბაღში გაიმართება. ელოდებიან ყველას, ვინც მზადაა, იბრძოლოს ხმების დასაცავად. 

ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გიორგი ქადაგიძის თქმით, საზოგადოების ჩართულობა საარჩევნო პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩევლის აქტივობასთან ერთად დამკვირვებლების ჩართულობაც აუცილებელია.

,აბსოლუტურად ყველა კვლევით ‘’ქართული ოცნება’’ აგებს ამ არჩევნებს, არ არსებობს კვლევა, სადაც ‘’ქართული ოცნება’’ ამ არჩევნებს ვერ აგებს. ერთადერთი რისი იმედიც შეიძლება მას ჰქონდეს ეს არის, ცოტა ხალხი მივიდეს არჩევნებზე. იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება ნაკლები მათ ხელ-ფეხი გაეხსენებათ მანიპულაციების და არჩევნების მითვისების, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი მივიდეთ არჩევნებზე  ერთის მხრივ  და მეორეს მხრივ ვისაც ეს ხელს ეწაფება დარეგისტრირდეს დამკვირვებლად და იყოს ჩართული  სხვადასხვა პროცესში'', -ამბობს გიორგი ქადაგიძე. ‘’ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ პროფესორი.

საქართველოს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა ხმა იყოს დაცული. 

მნიშვნელოვანია, ყველა ხმა იყოს დაცული და საზოგადოების აქტიური მონაწილეობა (მნიშვნელოვანია). ეს კამპანია სწორად იმას ისახავს მიზნად, რომ მოხდეს დამკვირვებელი ორგანიზება, პროცესზე დაკვირვება და იმაში დარწმუნება, რომ ნამდვილად კარგად წარიმართება საარჩევნო პროცესი'',- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.