თამარ კორძაია - „რუსული კანონის“ პირობებში, საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პერსპექტივა არ აქვს

08.09.24 13:55
თამარ კორძაია - „რუსული კანონის“ პირობებში, საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პერსპექტივა არ აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის  თანაშემწის ჯიმ ობრაინის   მწვავე გზავნილებს ''ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერი თამარ კორძაია გამოემხაურა. მისი თქმით, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები გონს არ მოეგებიან, ‘’ქართული ოცნებაში’’ აუცილებლად წამოვა სხვა სახის სანქციებიც.

კორძაიამ აღნიშნა, რომ რუსული კანონის“ პირობებში, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პერსპექტივა არ აქვს. 

პოლიტიკოსის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა აღიაროს არჩევების შედეგები და შემდეგ გააუქმოს ყველა ის კანონი, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციას ხელს უშლის.

ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი ხაზს უსვამს სამართლიან და გამჭვირვალე პირობებში არჩევნების ჩატარებას. მთავარი ნიშნული არის არჩევნების დღე და არჩევნების შედეგების აღიარება ხელისუფლების მხრიდან. ამ პირობებში, რაც არ უნდა კარგი შედეგით დამთავრდეს საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის არჩევნები, ერთი რამ ცალსახაა, „რუსული კანონის“ პირობებში, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პერსპექტივა არ აქვს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს, ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ეს არჩევები, რადგან სხვა გზა არ ექნება და შემდეგ უკვე უნდა გააუქმოს ყველა ის კანონი, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციას ხელს. პირდაპირ არ საუბრობენ რა სახის სანქციები იქნება გამოყენებული, მაგრამ დამერწმუნეთ არ უთქვამთ ისე დაასანქცირეს კონკრეტული პირები და თუ გონს არ მოეგებიან ‘’ქართული ოცნებაში’’ აუცილებლად წამოვა სხვა სახის სანქციებიც,''- განაცხადა თამარ კორძაიამ.

 ჯიმ ობრაინის  მწვავე გზავნილები - "ამერიკის ხმის" ინტერვიუ სრულად, ნახეთ აქ .