კიდევ მეტი განცხადება და მოქმედება იქნება - თინა ხიდაშელი ბრიუსელის განწყობებზე
შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ განცხადებები მოქმედებები და გადაწყვეტილებები ძალიან ბევრი იქნება - ამ განცხადებას ბრიუსელიდან დაბრუნებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი "ტვ პირველთან" აკეთებს.
თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის მწვავე გზავნილებს აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობები და წუხილები ერთი-ერთში ემთხვევა იმას, რასაც დასავლელი პარტნიორები ამბობენ.
მისივე თქმით, ეს ''ქართულმა ოცნებამ ყველაზე კარგად იცის’’ ამიტომ არის "გავეშებული".
პოლიტიკოსის განცხადებით, მნიშვნელოვანია, 26 ოქტომბერს ქვენაში მოხდეს რადიკალური ცვლილება, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა ევროპული ოჯახში გაწევრიანებისთვის სისრულეში იყოს მოყვანილი.
ერთი-ერთში ემთხვევა მოსახლეობის განწყობები, განცდები, მოლოდინები, წუხილები იმას, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ, ამიტომ არის "ქართული ოცნება’’ ასე გავეშებული და ასეთ მდგომარეობაში.
ის, რომ ქართველმა ხელისუფლებამ დღესვე ზნე იცვალოს და სხვანაირად მოიქცეს, არა, ამის მოლოდინი არ მაქვს, პირიქით ჯიბრზე იქცევიან, ზუსტად ეს უნდათ.
მთელი კვირა ბრიუსელში ვიყავი და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ განცხადებები და არამარტო განცხადებები მოქმედებები და გადაწყვეტილებები ძალიან ბევრი იქნება, მაგრამ ‘’ქართული ოცნება’’ შეეცდება ამაზე ააგოს საკუთარი ნარატივი და პოლიტიკური კაპიტალი ეძიოს მასში'',- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
"ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე განცხადება არ ჟღერს დემოკრატიულად. ეს გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა", - ასე აფასებს "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი.
ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მაისში თბილისშიც იმყოფებოდა, ამბობს, რომ "ოცნება" რეალობას არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ყველაფერი რიგზეა მაშინ, როცა ეს ასე ნამდვილად არ არის.
ჯეიმს ო'ბრაიენის მწვავე გზავნილები - "ამერიკის ხმის" ინტერვიუ სრულად, ნახეთ აქ .