"იმედიანად ვარ!" - ხელოვანები საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ემზადებიან
საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ხელოვანებიც ემზადებიან - უკვე ცნობილია, რომ ისინი არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან მივლენ და ერთი დღით დამკვირვებლები გახდებიან.
"ჩვენი საზოგადოება აცნობიერებს წლევანდელი არჩევნების შედეგის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის" - განაცხადა "პირველებთან" ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ რაჭველმა.
მისი თქმით, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, გამოთქვა სურვილი ჩაებან და დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს.
ის, რომ საზოგადოების და განსაკუთრებითა ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა გამოთქვა სურვილი და და არამარტო სურვილი ჩაებან პროცესში, რასაც საარჩევნო პროცესი ჰქვია მაგალითად დამკვირვებლებად, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოება აცნობიერებს განსაკუთრებით სწორედ წლევანდელი არჩევნების შედეგის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, ამიტომ მე კიდევ უფრო იმედიანად ვარ'',- ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.
გადამწყვეტი არჩევნებისთვის სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება - არჩევნებს ახალი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ''ჩემი ხმა ევროპას'' დააკვირდება.
აღნიშნული ინიციატივა 30 ორგანიზაციას აერთიანებს, მისი მთავარი მიზანი ხმების დაცვაა. პრეზენტაცია დღეს 18:00 საათზე, დედაენის ბაღში გაიმართება. ელოდებიან ყველას, ვინც მზადაა, იბრძოლოს ხმების დასაცავად.