უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა არის ტორტი, რომელიც ეკუთვნით პირველ რიგში კლანის წევრებს - კახა წიქარიშვილი

08.09.24 16:23
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა არის ტორტი, რომელიც ეკუთვნით პირველ რიგში კლანის წევრებს - კახა წიქარიშვილი

უზენაესი სასამართლო ეკუთვნის კლანის წევრებს, მათ გარემოცვას და ლოიალურ მოსამართლეებს - ასე აფასებს  დამოუკიდებელი იურისტთა ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი,  უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის თანამდებობაზე  ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურის წარდგენას. 

მისი თქმით, ''ქართული ოცნებისთვის''  მთავარია, მთლიანად მათ  ხელში იყოს ძალაუფლების ყველა სფერო:

თუ 2017 წლამდე ‘’ქართული ოცნება ‘’ ცდილობდა, რომ განსხვავებული აზრი მოხვედრილიყო სისტემაში, ამჟამად მათ ეს უკვე აღარ აინტერესებთ, მათთვის მთავარია, რომ მთლიანად ხელში იყოს ძალაუფლების ყველა ცენტრი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა არის ტორტი, რომელიც ეკუთვნის პირველ რიგში კლანის წევრებს, შემდგომაც მეგობრებს ლოიალურ ადამიანებს, ლოიალურ მოსამართლეებს და დავალების შემსრულებელ მოსამართლეებს'',-  ამბობს კახა წიქარიშილი. 

"სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელის, ნაზი ჯანეზაშვილის  განცხადებით, მარსეგიშვილის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად მუშაობის დროს საბჭო გახდა უპრეცედენტოდ დახურული გახდა. 

''ქართული ოცნების’’ მიერ უზენაესი სასამართლო იქნება დაკომპლექტებული 28 უვადო მოსამართლით. რა ცვლილებებიც არ უნდა შევიდეს კანონში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, იქნება ძალიან აბსტრაქტული. მარსაგიშვილზე უნდა თქვას, ის რომ მისი მდივნობის  დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გახდა უპრეცედენტოდ დახურული. თუ წლების წინ, დამკვირვებლებს შეეძლოთ, რომ მისულიყვნენ და დაჰკვირვებოდნენ ეს უკვე შეუძლებელია დღისათვის. ამაში მე დარწმუნებული ვარ მარსაგიშვილის წვრილიც არის'',- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.  

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის თანამდებობაზე პარლამენტს ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურა წარუდგინა. მარსაგიშვილი იმ მოსამართლეებს შორისაა, რომლებმაც ამერიკის მიერ სანქცირებულ კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ვეტინგის მოწინააღმდეგეა.