დაპირისპირება ქარელში - "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს თავს დაესხნენ (ვიდეო)

08.09.24 17:28
დაპირისპირება ქარელში - "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს თავს დაესხნენ (ვიდეო)

 

 

დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ ქარელში, სადაც "ძლიერი საქართველოს" წევრები საარჩევნო კამპანიას მართავდნენ, სწორედ ამ დროს დაესხა თავს ერთ ერთი აგრესიულად განწყობილი პირი პარტიის ლიდერებს. 

პოლიტიკოსების ინფორმაციით, ადგილზე მისული პოლიცია კი არ რეაგირებს. გაერთიანების ლიდერები ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებას და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. 

არსებობს ეჭვი, რომ თავდამსხმელი საარჩევნო შეხვედრის ჩასაშლელად ქართულმა ოცნებამ მიაგზავნა. 

განახლება: "ძლიერი საქართველოს" ლიდერების ინფორმაციით, მათ ქარელის მერის მოადგილის მეუღლემ შეუშალა ხელი წინასაარჩევნო კამპანიაში. 

"ქარელის მერის მოადგილის მეუღლემ შეგვიშალა ხელი წინასაარჩევნო კამპანიაში, ასევე ფიზიკურად დაგვესხა თავს...", - წერს ლანა გალდავა სოციალურ ქსელში

პოლიტიკოსები ასახელებენ თავდამსხმელის ვინაობასაც - გრიგოლ გეგელიას ინფორმაციით, აგრესიული პირი, ვინც ადგილზე მყოფ პოლიტიკოსებს ფიზიკურად დაუპირისპირდა, ვახო მღებრიშვილია.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის თქმით, ეს უკანასკნელი როგორც ჩანს, ძალოვანებთან დაკავშირებული პირია. 

მას შემდეგ რაც ის ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ჩემს ერთ-ერთ მეგობარს, აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა, ის პოლიციელთან ერთად მაღაზიაში ჩაიკეტა. ასეთ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება, სადაც კრიმინალთან ერთად პოლიციელი იკეტება მაღაზიაში იმის ნაცვლად რომ კრიმინალი პოლიციაში წაიყვანოს და დაკითხოს"- თქვა გეგელიამ "ტვ პირველის" ეთერში.