თუ ყველა საარჩევნო უბანზე მომზადებული დამკვირვებელი გვეყოლება, შეგვიძლია დავიცვათ თითოეული ადამიანის ხმა - ნინო ლომჯარია

08.09.24 17:54
თუ ყველა საარჩევნო უბანზე მომზადებული დამკვირვებელი გვეყოლება, შეგვიძლია დავიცვათ თითოეული ადამიანის ხმა - ნინო ლომჯარია

სამოქალაქო საზოგადოება არჩევნებზე მასშტაბური დაკვირვებისთვის ემზადება - გადამწყვეტი არჩევნების მონიტორინგის პროცესში ყველა ასაკის  და პროფესიის ადამიანი ერთვება. 
ყოფილი სახალხო დამცველის ნონო ლომჯარიას განცხადებით, თუ ყველა საარჩევნო უბანზე იქნება მომზადებული და კეთილსინდისიერი დამკვირვებელი,  თითოეული ხმის დაცვა შესაძლებელი იქნება. 

მისი თქმით, ორგანიზაციები 18 წელს მიღწეულ მოქალაქეებს არჩევნებზე დამკვირვებლად რეგისტრაციას სთავაზობენ, რათა მაღალი ჩართულობით შეძლონ ამომრჩევლის ხმების დაცვა: 

18 წელს ასაკს  მიღწეულ თითოეულ მოქალაქეს ვთავაზობთ, რომ დარეგისტრირდნენ ჩვენი დამკვირვებლების ბაზაში. ჩვენი გეგმები არის, რომ დააკვირდეთ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანს და გვყავდეს დამკვირვებელი. ვიყოთ კოორდინაციაში და კომუნიკაციაში სხვა სადამკვირვებლო მისიებთან და დარწმუნებულები ვართ, რომ თუ კი იქნება აქტიურობა მოქალაქეების მხრიდან, თუ ყველა საარჩევნო უბანზე ჩვენ გვეყოლება მომზადებული და კეთილსინდისიერი დამკვირვებელი ჩვენ შეგვიძლია, რომ დავიცვათ ჩვენი და თითოეული ადამიანის ხმა'',- განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

გადამწყვეტი  არჩევნებისთვის სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება - არჩევნებს ახალი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ''ჩემი ხმა ევროპას'' დააკვირდება.

აღნიშნული ინიციატივა 30 ორგანიზაციას აერთიანებს, მისი მთავარი მიზანი ხმების დაცვაა. პრეზენტაცია დღეს 18:00 საათზე, დედაენის ბაღში გაიმართება. ელოდებიან ყველას, ვინც მზადაა, იბრძოლოს ხმების დასაცავად.