''ქართულ ოცნებას'' ქართველი ხალხის, ჩვენი ემიგრანტების ეშინია - სოფო ჯაფარიძე
ჩვენ ვხედავთ, რომ ''ქართულ ოცნებას'' ეშინია ქართველი ხალხის, ეშინია ჩვენი ემიგრანტების - ასე ეხმაურება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოფო ჯაფარიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
მისი თქმით, თავდაპირველად სასამართლო პროცესზე გაუგებარი მიზეზით არ დაუშვეს ოპოზიციური პარტიის ლიდერები.
კანონი ყველანაირად ჩვენს მხარეს არის. ეს ადამიანები იმსახურებენ, კანონით ეკუთვნის საარჩევნო უბნების გახსნას. ყოველ ჯერზე ჩვენ ვხედავთ,რომ მათ ეშინიათ ქართველი ხახლის, ეშინიათ ჩვენი ემიგრანტების'',- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი, დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე ამერიკაში, იტალიასა და ესპანეთში არ დააკმაყოფილა.