"რომ არა ბატონი ბიძინა დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა" - ირაკლი ღარიბაშვილი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლანძღავს პრეზიდენტს და ტრადიციულად აქებს ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით განოსვლისას სალომე ზურაბიშვილს "მოღალატე" უწოდა.
კიდევ ერთი თვალსაჩინო აი ამ პირდაპირ ვიტყოდი მოღალატეთა შორის არის ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტზე მომუშავე ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელმაც ასევე გიღალატათ თქვენ, უღალატა ჩვენს ხალხს, უღალატა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს გუნდს, ვინც იგი მოიყვანა პრეზიდენტის თანამდებობაზე"- თქვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, "ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა".
2012 წლის 1 ოქტომბერს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა გადაარჩინა! მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ ის ბოროტი ხალხი, ვისგანაც ქვეყანა დაღუპვას გადაარჩინა, საუბედუროდ ჯერ კიდევ პოლიტიკაში რჩებიან და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და დაუნდობელ რევანშს, ამიტომ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ მტკიცედ ისე როგორც ეს გავაკეთეთ 1 ოქტომბერს და ქვეყანა კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ!
26 ოქტომბერს ხალხმა უნდა აირჩიოს ომი ან მშვიდობა! თუ ავირჩევთ „ქართულ ოცნებას“ გვექნება გარანტირებული მშვიდობა! და გვექნება ყველა ის სიკეთე რაც მოაქვს მშვიდობას და თავისუფლებას, კეთილდღეობა, ღირსეული ევროპული მომავალი. ხოლო თუ ავირჩევთ ამ ომის პარტიას, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და მათ სატელიტებს და კოალიციებს, აგენტურას და ენჯეოებს, გვექნება გარანტირებული ომი! გვექნება ქაოსი, ნგრევა, უბედურება და უპერსპექტივობა! მაგრამ ჩვენი ხალხი ბრძენია მეგობრებო და 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.