გინება, ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება - "ოცნების" მაღალჩინოსნის ცოლმა ოპოზიციას წინასაარჩევნო შეხვედრა ჩაუშალა
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მუქარა სისრულეში მოიყვანა და ოპოზიციას რეგიონებში საარჩევნო კამპანიის გამართვის საშუალებას არ აძლევენ.
ჩხუბის და დაპირისპირების ეპიცენტრი დღეს ქარელი იყო. თავდასხმის ობიექტი კოალიცია "ძლიერი საქართველო" - კადრებით დგინდება, რომ ოპოზიციის წინასაარჩევნოო შეხვედრა მერიის მაღალჩინოსნის მეუღლემ ჩაშალა. თავდამსხმელი ქალი მარტო არ ყოფილა, ოპოზიციას ქალის თანმხლებმა კაცმა ჯერ აგინა, შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა.
ოპოზიციის განცხადებით, ამ ყველაფერს უყურებდა საპატრულო პოლიცია, მაგრამ რეაგირება არ ჰქონია.
უფრო მეტიც, არსებობენ მოწმეები, რომლებმაც დაინახეს, როგორ ჩაიკეტა ერთ-ერთი სამართალდამცველი მარკეტში თავდამსხმელთან ერთად.