ჰელსინკის კომისია: MEGOBARI აქტი შეიქმნა, რათა ქართველებს გარდამტეხ მომენტში მხარი დაუჭიროს
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საგანგებო განცხადებას ავრცელებს -
X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ჰელსინკის კომისია აღნიშნავს, რომ MEGOBARI აქტი ამ გარდამტეხ მომენტში ქართველი ხალხის მხარდასაჭერადაა შექმნილი.
განცხადების თანახმად, ამერიკელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას.
"ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას, როდესაც ისინი თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების რეალიზებაზე მუშაობენ. MEGOBARI აქტი შექმნილია იმისათვის, რომ გადამწყვეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ აქტის მიღებას", - წერს ჰელსინკის კომისია.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.