ოლიგარქის გზავნილები - ივანიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადებას უპირებს

08.09.24 20:07
ოლიგარქის გზავნილები - ივანიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს არაკონსტიტუციურ ძალად  გამოცხადებას უპირებს

ოლიგარქის გზავნილები - ''ქართული ოცნების'' საპატიო თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ ოპოზიციას დაასრულებს.

ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ ოპონენტებს  არაკონსტიტუციური ძალად უპირებს გამოცხადებას.  

ახალციხის ცენტრში შეკრებილებს ოლიგარქი ამჯერადაც  შუშის ტყვია გაუმტარი ბარიერიდან ელაპარაკებოდა.  მოედანი სავსე იყო საჯაროო მოხელეებით.  აპლოდისმენტებს პერიოდულად ჩაწერილი  ტაში და ჩაწერილი შეძახილები ანაცვლებდა. ყველაზე ბევრჯერ ის ივანიშვილის გამოსვლის დროს გამოიყენეს.  

სცენაზე  ივანიშვილისგან მოშორებით იდგნენ კობახიძე, ღარიბაშვილი,  პაპუაშვილი, კალაძე და მდინარაძე. ''ოცნების'' ლიდერების გამოსვლებში ბევრი აბსურდი და დეზინფორმაცია იყო. ოპოზიციის გარდა ხელისუფლებამ მოღალატედ დღეს საქართველოს პრეზიდენტი გამოაცხადა. 

ოლიგარქის გზავნილები - ნინო ელიკაშვილი დეტალებით