"სოციალური მედიის შეშლილი გვერდი" - მწვავე გზავნილები სახდეპისგან

08.09.24 20:16
"სოციალური მედიის შეშლილი გვერდი" - მწვავე გზავნილები სახდეპისგან

 

შუშის ტყვიაგაუმტარი ბარიერით მოსიარულე ბიძინა ივანიშვილი  დღეს ვაშინგტონიდან დაამშვიდეს.  სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე უსაფრთხოდაა. ამერიკულ სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, რომ ვინმეს ივანიშვილზე თავდასხმა ჰქონდეს დაგეგმილი. 

"სოციალური მედიის შეშლილი გვერდი" - ეს სიტყვათა შეთანხმება გამოიყენა ჯიმ ობრაინმა, როცა ქართული ოცნების განცხადებებზე უწევდა კომენტარის გაკეთება.

 ამერიკა ახლა გამადიდებელი შუშით აკვირდება რა მოხდება არჩევნებზე - ჩატარდება თუ არა სამართლიანი და თავისუფალი კენჭისყრა. დეპარტამენტის პოზიციას დღის ბოლოს ჰელსინკის კომისიის გზავნილი დაემატა. "მეგობარი აქტი" შექმნილია, რომ ქართველებს ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში მხარი დაუჭიროს" - წერია პლატფორმა ჰელსინკის კომისიის გვერდზე.

ნინო ელიკაშვილი დეტალებით