უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო

09.09.24 10:06
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა, ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ სიბიგამ უკრაინის ელჩებთან და გენერალურ კონსულებთან შეხვედრის შემდეგ „ფეისბუქზე“ დაწერა.

სიბიგას თქმით, ყველა ელჩი დღეს მოთამაშე მწვრთნელი უნდა იყოს, რომელიც ცენტრის მითითებებს არ ელოდება და პროაქტიულად მოქმედებს. სიბიგა მიიჩნევს, რომ ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ომის რეალობას მოწყვეტილები არ უნდა იყვნენ. 

კარგად ვიცი, როგორია ელჩად მუშაობა და როგორ გავხადო ეს სამუშაო უფრო ეფექტური. დღეს ყველა ელჩი უნდა იყოს მოთამაშე მწვრთნელი, რომელიც არ ელოდება ცენტრის მითითებებს, არამედ მოქმედებს პროაქტიულად, იღებს პასუხისმგებლობას და საკუთარი მაგალითით აჩვენებს უკრაინული დიპლომატიის სიძლიერეს. მხარს დავუჭერ საგარეო დიპლომატიური სამსახურის ნებისმიერ ხელმძღვანელს, რომელიც გამოიჩენს ამ სახის ენერგიასა და ეფექტურობას“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.