კალაძე სტრატეგიულ პარტნიორებს "ბინძური კამპანიის თანამონაწილეებად" აცხადებს
"ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმებს განაგრძობს. კახა კალაძემ დღეს ამერიკა ბინძური კამპანიის თანამონაწილედ გამოაცხადა. სახელისუფლებო გუნდის ლიდერი ამტკიცებს, რომ ურთიერთობების გადასატვირთად პირველი ნაბიჯი სწორედ დასავლეთმა უნდა გადადგას, რადგან საქართველოს ხელისუფლებას "არც მეგობრობა და არც პარტნიორობა ეშლება".
ეს არის, უბრალოდ, იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბოლო თეების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ. არანაირი „მეგობარი აქტი“ არ არსებობს. ვისაც რა უნდა, ის მიიღოს. ჩვენ ვმოქმედებთ და გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა და ეს არა მხოლოდ სიტყვებით, კონკრეტული ქმდებებით დაამტკიცა. ჩვენ მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც ვიცით, მეგობრობაც არ გვეშლება, მაგრამ ეს ვერ იქნება ცალმხრივი. სიყვარული ცალმხირვი ხომ არ არსებობს? ისე არის ურთიერთობებიც. ეს უნდა იყოს ორმხრივი. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით მათი მხრიდან იყოს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, - ამბობს კახა კალაძე.
ამერიკის სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენა ჩაინიშნა. საგარეო კომიტეტი საქართველოში არსებულ კრიზისზე ხუთშაბათს დილის 09:30 საათზე იმსჯელებს. სხდომას საქართველოდან სამოქალაქო სექტორი დაესწრება.
ამის პარალელურად, ჰელსინკის კომისიამ დაანონსა, რომ საქართველოს "მეგობარ აქტს" უახლოეს მომავალში მიიღებენ. ეს კი "ქართული ოცნებისთვის" დამატებითი სანქციების დაწესებას და ახალ შეზღუდვებს ნიშნავს.