"მეგობარი აქტი", რომელსაც სენატში უახლოეს დღეებში განიხილავენ, ქვეყანას 14 მილიარდიან დახმარებაში დიდ წილს და აშშ-თან უვიზო მიმოსვლას ჰპირდება - კორძაია
"დაფიქრების საგანია ის, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც აშშ-ა, ძალიან ხშირად ნახულობს დროს, იმსჯელოს ისეთ პატარა ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა," - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერი თამარ კორძაია საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, "მეგობარი აქტი", რომელსაც სენატში უახლოეს დღეებში განიხილავენ, ქვეყანას 14 მილიარდიან დახმარებაში დიდ წილს და აშშ-თან უვიზო მიმოსვლას ჰპირდება და ეს აქტი დემოკრატებსა და რესპუბლიკელერბს შორის ორპარტიული შეთანხმებაა.
დაფიქრების საგანია ის, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც აშშ-ა, ძალიან ხშირად ნახულობს დროს, იმსჯელოს ისეთ პატარა ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა. უახლოეს დღეებში სენატში არის დაგეგმილი განხილვა, სადაც რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთობლივად იმსჯელებენ საქართველოში არსებულ დემოკრატიის კრიზისზე და სწორედ "მეგობარი აქტი", რომელიც გვპირდება ამ 14 მილიარდიან დახმარებაში დიდ წილს და გვპირდება უვიზო მიმოსვლას აშშ-თან, არის ორპარტიული შეთანხმება: ორივე პარტიის წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე, რომ თუ საქართველოში საქართველოს მოქალაქეების არჩევანი გაიმარჯვებს, მათ ექნებათ ეს 14 მილიარდიანი დახმარება, მაგრამ თუ საქართველოს მოქალაქეების ნებას ეს ხელისუფლება არ აღიარებს, მაშინ, რა თქმა უნდა, სანქციები იქნება ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ეს აქამდე იყო", - აცხადებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თამარ კორძაია.