ანა დოლიძე მსოფლიოში პოლიტიკის სტანდარტების საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს წევრად აირჩიეს
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრმა, კოფი ანანის ფონდმა, მსოფლიოში პოლიტიკის სტანდარტების საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს წევრად აირჩია.
ექსპერტთა საბჭო აერთიანებს მსოფლიოს წამყვან აკადემიკოსებს, პოლიტიკოსებს და მოაზროვნე ლიდერებს, როგორებიც არის შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგი, ყოფილი კონგრესმენი ბრაიან ბერდი, ოქსფორდის პროფესორი ედვარდ ბრუკსი და ა.შ
ექსპერტთა საბჭოს ამოცანაა, გაითვალისწინოს გამოწვევები, რომლებიც აქვთ პოლიტიკოსებს დღევანდელ რეალობაში და საკუთარი გამოცდილებით, სამეცნიერო ლიტერატურის გაზიარებით შეიმუშავოს შეთავაზებები და სტანდარტები ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის.