200 ათასი სამუშაო ადგილი და 1000 ლარიანი პენსია - "ძლიერი საქართველო" დუშეთის მოსახლეობას ხვდება
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრები რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ. დეა მეტრეველი დუშეთში ჩავიდა და ადგილობრივებს ხვდება. ოპოზიციას აინტერესებს,
რა გამოწვევების წინაშე დგას მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და რა პრობლემები აქვს მოსახლეობას.
მიუხედავად შეშინებული ხელისუფლების ლაჩრული თავდასხმებისა, ჩვენ ვაპირებთ, მოსახლეობას ვესაუბროთ კონკრეტულ პროგრამულ ხედვებზე, თუ როგორ დავძლიოთ უმუშევრობა და შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი ღირსეული ანაზღაურებით და დაცული შრომითი პირობებით, როგორ გავხადოთ პენსია 1000 ლარი და რაც მთავარია, როგორ გავხადოთ საქართველოს სწრაფი ნაბიჯებით ევროკავშირის წევრი. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის მხარე უნიკალურია თავისი ბუნებით, რესურსებით, შესაძლებლობებით, უმდიდრესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, რომლებიც ხელისუფლების გულგრილობის გამო ინგრევა, ქართული კვალი იშლება მცხეთა-მთიანეთში. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ხელისუფალი შეშინებულია, მას პირი აღარ აქვს გამოსაჩენი თავის მოსახლეობასთან და ბრონირებული მინის ტრიბუნიდან ესაუბრება მოქალაქეებს. ამიტომაც, 26 ოქტომბრეს, ისტორიულ არჩევნებზე, დარწმუნებული ვარ, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობა თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის ძლიერი ევროკავშირის წევრი სახლემწიფოს სასარგებლოდ, - განაცხადა დედა მეტრეველმა.