სატყუარა, NGO -ის მოსყიდვის მცდელობა - ხიდაშელი “ოცნების“ ინიციატივაზე

09.09.24 13:15
სატყუარა, NGO -ის მოსყიდვის მცდელობა - ხიდაშელი “ოცნების“ ინიციატივაზე

პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება, საგრანტო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, არასამთავრობოების მოსყიდვის მცდელობად აფასებს “სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი და აცხადებს, რომ “ეს არის “ოცნების“ მიერ გადაგდებული სატყუარა“.

ხიდაშელი იმედოვნებს, რომ “სამოქალაქო სექტორი ცდუნებას გაუძლებს“ და ეს ახალი ინიციატივა მათ შორის დაპირისპირების საგანი არ გახდება.

ამოცანა აქვს კობახიძეს მარტივი, ერთგვარი დაპირისპირება გამოიწვიოს სამოქალაქო სექტორში, მათ შორის ვინც დარეგისტრირდნენ და არ დარეგისტრირდნენ. NGO -ის ის ნაწილი, ვინც იძულებით, ზოგი შიშის გამო, დარეგისტრირდნენ, ეხლა ცდილობენ რომ მოისყიდონ. ვფიქრობ, ამ ცდუნებას გაუძლებს ბევრი ორგზანიცია და ამ სატყუარას არ წამოეგება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ გადაუგდო“, - ამბობს ხიდაშელი.

საქართველოს მთავრობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომელიც ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტრირდნენ, სახელმწიფო გრანტს გამოყოფს. 

ირაკლი კობახიძის თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი იქნება ორჯერ მეტი დაფინანსება, ვიდრე მათ დონორი ორგანიზაციები სთავაზობენ.