"ვერ ექნებათ ამბიცია, რომ ჩვენი პოლიტიკოსები საფრთხეებისგან დაიცვან" - კობახიძე ობრაიენს უპირისპირდება
პრემიერი ამჯერად აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ჯიმ ობრაიენს უპირისპირდება, რომელმაც თქვა, რომ ივანიშვილთან მიმართებაში საფრთხეები არ არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკულ დაზვერვას ამაზე რეაგირება ექნებოდა. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ამერიკამ საფრთხეებისგან საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატი ვერ დააზღვია და შესაბამისად, ვერც ქართველ პოლიტიკოსებს დააზღვევს.
აშშ-ს ხელისუფლებას გაუჭირდა პასუხისმგებლობის აღება საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ საფრთხეებზე და ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ საფრთხეებზე როგორ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? თუ ინფორმაციის მოძიება უნდოდათ, პირველ რიგში, საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის მიმართ არსებულ საფრთხეებზე მოეძიებინათ ინფრომაცია და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, მათ ვერ ექნებათ იმის ამბიცია, რომ ჩვენი პოლიტიკოსები დაიცვან ასეთი ტიპის საფრთხეებისგან, - თქვა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.