კოალიცია ცვლილებისთვის: პირობას ვდებთ, არ ვითანამშრომლებთ "ოცნებასთან" მთავრობის ფორმირებაში
კოალიცია ცვლილებისთვის ხელს აწერს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, არჩევნების შემდეგ პარლამენტში არჩეული არცერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ქართული ოცნების ხელისუფლებასთან მთავრობის ფორმირების საკითხში.
კოალიციის ლიდერებმა მოუწოდეს პოლიტიკოსებს, საჯაროდ დადონ პირობა, რომ არ ითანამშრომლონ ივანიშვილის გუნდთან:
კოალიცია ცვლილებისთვის გამოდის ინიციატივით, რომ ყველა არჩეული პარლამენტის წევრი საჯაროდ და მკაფიოდ დააფიქსირებს პირობას, რომ არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან მთავრობის ფორმირებაში. მომავალი მთავრობა იქნება ქართველი ხალხის ნების, პროდასავლური ოპოზიციის კოალიციური მთავრობა. სწორედ ამ პირობას დავდებთ ჩვენ დღეს ყველა ერთად და მე მიმაჩნია, რომ პარლამენტის ყველა წევრი უნდა დებდეს საჯაროდ ამ პირობას", - თქვა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა ნიკა გვარამია ამბობს, რომ ისინი ამომრჩევლის ნების ერთგულები არიან. გვარამია ელოდება სხვა ოპოზიციური პარტიების განცხადებებსაც:
"ჩვენ ვიქნებით ოპოზიციური ამომრჩევლის ნების ერთგული. ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას დღესვე და ველოდებით სხვების მიერაც ამ ვალდებულების აღებას," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.