რუსული კანონი საკონსტიტუციოში - პრემიერმა სარჩელი "უპერსპექტივოდ" გამოაცხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსულ კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს "სრულიად უპერსპექტივო" უწოდა და აღნიშნა, რომ “მას არაკომპეტენტური, ოდიოზური პოლიტიკოსები და “ენჯეოშნიკები“ წარმოადგენდნენ.“
კობახიძის მტკიცებით, მოსარჩელეებს სამი კვალიფიციური იურისტი დაუპირისპირდა და სარჩელი თავდაყირა დაუყენეს.
სამართლებრივად სრულიად უპერსპექტივოა ის სარჩელი. ამას დაემატა ის, რომ არაკომპეტენტური ადამიანები წარმოადგენდნენ ისედაც უპერსპექტივო სარჩელს - ბურჯანაძე, ბესელია და ა.შ , ოდიოზური “ენჯეოშნიკები“ და პოლიტიკოსები, შესაბამისად რა სამართლებრივი პერსპექტივა უნდა ჰქოდნეს ამ სარჩელს, ვერ წარმომიდგენია. სამი გონიერი, კვალიფიციური იურისტი უპირისპირდებოდა რამდენიმე იდიოზურ პოლიტიკოსს და „ენჯეოშნიკს“ და აბსოლუტურად თავდაყირა დაუყენეს მთელი სარჩელი, რადგან არგუმენტი არ ჰქონდათ. იქიდან იყო მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები“,- თქვა კობახიძემ.