რუსული კანონი იქნება პირველი, რაც გაუქმდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ - სამადაშვილი
კოალიცია“ ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიღებული გადაწყვეტილებით საკუთარი თავისთვის გამოაქვთ განაჩენი და მნიშვნელოვანია რომელ მხარეს დადგებიან - პუტინის რეჟიმის, თუ ქართველი ხალხის.
სამადაშვილი პირობას დებს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პირველი სწორედ ეს კანონი იქნება, რაც გაუქმდება.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ამ შემთხვევაში მოსამართლეებს განაჩენი თავიანთი თავისთვის გამოაქვთ. ეს არის ისტორიული განაჩენი ქვეყნისთვის. ამ მნიშვნელოვან მომენტში სად დადგნენ - პუტინის რეჟიმის თუ ქართველის ხალხის გვერდით, ეს არის მათი პიროვნული გადაწყვეტილება. რაც შეეხება ამ კანონს, იქნება პირველი, რაც გაუქმდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ“, - აცხადებს სამადაშვილი.