ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს შეუძლებელს - ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში შექმილ ეპიედმიოლოგიურ მდგომარეობას ეხმაურება და ამბობს, რომ მდგომარეობა საგანაგაშოა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში არსებული რესურსების გათვალისწინებით, პანდემიის სამართავად მაქსიმუმი კეთდება. ტიკარაძე მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან რეგულაციები.
"მდგომარეობა არის ნამდვილად საგანგაშო, არ არის მარტივი სიტუაცია. ჯანდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც მისი ყველა უწყება და სიპი, ასევე, ჯანდაცვის სექტორის ყველა წარმომადგენელი 24-საათიან რეჟიმში ნამდვილად არიან ჩართული პროცესისი მართვაში, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გავუმკლავდეთ ამ პროცესს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო როგორც მედიას ასევე, მოსახლეობას, რომ ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები.
ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს იმ შეუძლებელს, რაც დღევანდელი რესურსით საქართველოში შეუძლებელია.ჩვენ ხშირად გვესმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით ან დროულად არ მოვემზადეთ, გავაკეთეთ ანალიტიკა. ჩვენ გვაქვს მობილზებული 3-ჯერ მეტი საწოლი ვიდრე დასავლეთის ქვეყნებს აქვთ გაკეთებული.იმ შესაძლებლობების ფარგლებში რაც ჯანდაცვის სამინისტროს და მის ყველას უწყებას აქვს, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი და ამიტომ ვითხოვთ საზოგადოებისგან დახმარებას და მორჩილებას, რომ ვირუსი გახდეს უფრო მართვადი და არ იყოს კოლაფსი", - ამბობს ტიკარაძე.