“რუსული კანონი მოიტანს შეუქცევად ზიანს. ის უნდა შეჩერდეს, მისი განხილვის დასრულებამდე“ - გვარამია
“როცა საკითხი დგას შეუქცევადი ზიანის მიყენებაზე, კანონი უნდა შეჩერდეს, ვიდრე მისი განხილვა არ დასრულდება“, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ “როცა ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, არ არის დაცული კანონები, ვარაუდები შეიძლება იყოს მხოლოდ ირაციონალური.“
გვარამიას მტკიცებით, ამ კანონის შეჩერება იმისთვისაა საჭირო, რომ ის შეუქცევად ზიანს მოიტანს ქვეყნისთვის.
კანონის მოქმედების შეჩერება საჭიროა იმიტომ, რომ ის მოიტანს შეუქცევად ზიანს. ზუსტად ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, როცა საკითხი დგას შეუქცევადი ზიანის მიყენებაზე, კანონი უნდა შეჩერდეს, ვიდრე მისი განხილვა არ დასრულდება.
საქართველოში არ არსებობს სასამართლო ხელისუფლება. ვარაუდის გამოთქმა შემეძლებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავეყრდნობოდით კანონის მოთხოვნებს, როცა არ არსებობს სასამართლო, არ არის დაცული კანონი, ვარაუდები შეიძლება იყოს მხოლოდ ირაციონალური“,- განაცხადა გვარამიამ.