“მოლოდინი ნაკლებია, რომ საკონსტიტუციო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“ - ბეჟაშვილი
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, ლევან ბეჟაშვილს მოლოდინი არ აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ამბობს, რომ მათი ვალდებულებაა, იმოქმედონ კონსტიტუციის შესაბამისად.
მოლოდინი ნაკლებია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა მიიღებს სამართლიან, ობიექტურ და პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალ გადაწყვეტილებას, მაგრამ მათი უპირველესი კონსტიტუციური ვალდებულებაა და უნდა იმოქმედონ კონსტიტუციის შესაბამისად“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერების შესახებ ოპოზიციის და მესამე სექტორის სარჩელები განიხილა, თუმცა პროცესების დასრულებიდან 8 დღის თავზეც ვერდიქტი არ გამოუცხადებია.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.