მოყანყალებული ქოსატყუილების პარტია გრძნობს, რომ მათი დრო წავიდა - ალეკო ელისაშვილი
მოყანყალებული ქოსატყუილების პარტია გრძნობს, რომ მათი დრო წავიდა - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა დუშეთში საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ხელისუფლება მოსახლეობას ვეღარაფერს ჰპირდება და ამიტომ ახლა ძალადობაზეა გადასული. საუბარია გუშინ ქარელში მომხდარ ინციდენტზე, სადაც წინასაარჩევნო შეხვედრა მერიის მაღალჩინოსნის მეუღლემ ჩაშალა.
ალეკო ელისაშვილმა ასევე ბიძინა ივანიშვილს სოფლებისთვის მიცემული შეუსრულებელი დაპირებები გაახსენა და თქვა, რომ დუშეთის სოფელში, სადაც ისინი იმყოფებიან, უამრავი პრობლემაა, მათ შორის, ელემენტალურად, კანალიზაციის პრობლემა.
მოგესალმებით დუშეთიდან. ხაზგასმით ვამბობ - დუშეთიდან, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, შეაფერხოს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი კოალიციის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და შეგახსენებთ, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერია 9, ცდილობს შეაფრეხოს ჩვენი კამპანია და რატომ? გუშინ ქარელში ჩვენს აქტივისტებს მიუგზავნა „ქართულმა ოცნებამ“, მიუგზავნეს ძალოვანმა სტრუქტურებმა ზონდერები და შეხვედრების ჩაშლა სცადეს და ინციდენტიც მოხდა, მაგრამ არავის გვეშინია არც „ქართული ოცნების“, არც უშიშროების სამსახურების, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მთელ საქართველოში საარჩევნო შეხვედრებს.
რატომ გვერჩიან, რატომ გვიგზავნიან ზონდერებს, რატომ გვესხმიან თავს? იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“, მოყანყალებული ქოსატყუილების პარტია გრძნობს, რომ მათი დრო წავიდა და ასევე გრძნობს, რომ ჩვენი კოალიციის მხარდაჭერა მთელ საქართველოში დღითიდღე იზრდება და ისინი ამას ხედავენ. ასევე ხედავენ, რომ მათგან განსხვავებით, რომ გვპირდებიან, რომ მხოლოდ დაგვიჭერებნ, მათგან განსხვავებით ჩვენ დავდივართ და ხალხს რეალურ გეგმას ვაცნობთ. ვანცობთ გეგმას, რომელსაც „ილიას გზა“ ჰქვია. ვესაუბრებით 200 ათას სამუშაო ადგილზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ჩვენს გამდიდრების რეალურ პერპსექტივაზე. ვესაუბრებით, თუ როგორ გავზრდით პენსიას ათას ლარამდე, ჩვენს ზუსტ ხედვებზე ვესაუბრებითდ ა მათ, ვირაც ქეციანი ზონდერების მოქსევის გარდა, სხვა სალაპარაკო აღარ დარჩათ, ისეთი ამოწურულები არიან.
ჩვენ ვართ დუშეთში, ამ წალკოტში ახლა, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ, მხარეში, რადიოსადგურის დასახლება ჰქვია, ახალგაზრდებს შევხვდით და აქ რომ მოვედით, პირველი, რაც ვკითხეთ, რა პრობლემა გაქვთ-თქო და კანალიზაციის პრობლემა გვაქვს სოფელშიო. წარმოგიდგენიათ, 21 საუკუნეში ბავშვები რომ გეუბნებიან, რომ კანალიზაციის პრობლემა გვაქვსო.
ყველას გაგახსენებთ, რას გვიპირდებოდა ქოსატყუილების ატამანი იანიშვილი 2012 წელს, რომ ყველა სოფელში იქნებოდა 5 მლნ დოლარი დახარჯული. გვეუბნებოდა, რომ ის პირადად იზრუნებდა, რომ სოფლის აღორძინების მილიროადიანი ფონდი შექმნილიყო. ჰოდა, აი, ის ქოსატყულების ატამანი ივანიშვილი ამოვიდეს, მაგალითად, ამ დასახლებაში და ნახოს, დაიხარჯა თუ არა აქ 5 მლნ დოლარი და სად წავიდა დაპირებული 1 მლრდ ლარი, - ამბობს ელისაშვილი.