საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება კანონის ინიციირებამდეც ჰქონდათ მიღებული - ლილუაშვილი

09.09.24 14:57
საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება კანონის ინიციირებამდეც ჰქონდათ მიღებული - ლილუაშვილი

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოზიტიური მოლოდინი არ აქვს, “რადგან ეს ფორმალურია პროცესია და განაჩენი  არა თუ კანონის მიღებამდე, არამედ ინიცირებამდეც ჰქონდათ გამოტანილი.“

ლილუაშვილის შეფასებით, მოსაფიქრებლად გასვლა და დროის გაჭიმვა წინასწარ არის ჩადებული ამ პროცესში, იმ გავლენის ჯგუფების მხრიდან, რომელიც სასამართლოზე ბერკეტებს ფლობენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაფიქრებლად გასვლა და დროის გაჭიმვა არის წინასწარ ჩადებული ამ პროცესში იმ გავლენის ჯგუფებისგან, რომელიც ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე ბერკეტებს ფლობენ და მის გადაწყვეტილებებს აკონტროლებენ. ეს ფორმალური პროცესია, მათ გადაწყვეტილება მოსარჩელეების არგუმენტამდე, არა თუ კანონის მიღებამდე, არამედ ინიციირებამდეც მიღებული ჰქონდათ, ამიტომ პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს“,- ბექა ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერების შესახებ ოპოზიციის და მესამე სექტორის სარჩელები განიხილა, თუმცა პროცესების დასრულებიდან 8 დღის თავზეც ვერდიქტი არ გამოუცხადებია.