მფარველობს თუ არა ძალადობაში მხილებულ სამართალდამცველებს ხელისუფლება? - რას ამბობს შს მინისტრის მოადგილე
მფარველობს თუ არა ძალადობაში მხილებულ სამართალდამცველებს ხელისუფლება? - კითხვით დღეს "პირველებმა" შს მინისტრის მოადგილის მიმართა, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მოისმინა. საქმე ეხება ირაკლი ეძგვერაძის მიმართ პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტს.
ალექსანდრე დარახველიძემ დღეს მხოლოდ ის თქვა, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და სხვა დეტალებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.
ბატონ ეძგვერაძეს ჰქონდა პრეტენზია პოლიციის თანამშრომლების მიმართ მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ იქნა გადაგზავნილი ეს შეტყობინება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. ასე რომ, ჩვენ საკითხს არ ვიძიებთ, ბუნებრივია, უნდა დაველოდოთ საგამოძიებო სამსახურს. ჩვენს ნაწილში რაც შეეხება, ადმინისტრაციულ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვები, სადაც ჩენ მას ვედავებით პოლიციის მიმართ შეურაცხყოფას და დაუმორჩილებლობას, - ამბობს დარახველიძე.
ალექსანდრე დარახველიძეს დღეს "პირველებმა" ასევე ჰკითხა, შეუჩერდა თუ არა უფლებამოსილება პოლიციელს, რომელმაც, ეძგვერაძის მტკიცებით, ოპოზიციის წევრზე იძალადა. აქაც, მინისტრის მოადგილე ამბობს, დეტალები მისთის უცნობია.
ფაქტზე არის დაწყებული გამოძიება, შესაბამისად, სხვა ინფორმაცია მე არ მაქვს, - ამბობს დარახველიძე.