"ოცნების" საარჩევნო რიტორიკა შუღლის, მტრობის და ზიზღის გაღვივებაა - თამარ კორძაია
„ქართული ოცნების“ საარჩევნო რიტორიკა არის შუღლის, მტრობის და ზიზღის გაღვივება, - ასე აფასებს "ერთიანობის" ლიდერი თამარ კორძაია წინასაარჩევნოდ ოპოზიციაზე გახშირებულ თავდასხმებს. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოების დაპირისპირებას ცდილობს და ძალადობას ახალისებს.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო რიტორიკა არის შუღლის, მტრობის და ზიზღის გაღვივება. ამიტომ ოქსიმორონია ის, როდესაც ისინი ლაპარაკობენ მშვიდობაზე. ისინი სამოქალაქო საზოგადოების დაპირისპირების ზღვარზე გადიან, სულ მცირე, უკანსკნელი 4 წლის განმავლობაში. ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ წახალისებული ძალადობა, ამიტომ ყველაფერი. რასაც ისინი საქართველოს მოქალაქეებს შუშის მიღმა ეუბნებიან, ეს არის ტყუილი, - მაბობს თამარ კორძაია.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.