ძალადობის ენა გახდა ის ერთადერთი ენა, რომელსაც „ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს - ბექა ლილუაშვილი
ძალადობის ენა გახდა ის ერთადერთი ენა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღეს იყენებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ გახარიას გუნდის წევრი ბექა ლილუაშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ძალადობა და თავდასხმები მმარტელი პარტიის ხელწერაა და ეს მათგან აღარავის უკვირს.
ძალადობის ენა გახდა ის ერთადერთი ენა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღეს იყენებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და არ მიკვირს, ეს პროცესი ჩვენც ყოველდღიურობაშიც არაერთხელ გამოგვიცდია. გვახსოვს ყევლას ბათუმში ჩვენი შეხვედრები, როდესაც ვიღაც წინასწარ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ხალხი მოგვიგზავნეს და რაღაც პროვოკაციებს აპირებდნენ, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.