უარი "ოცნებასთან" თანამშრომლობაზე - ვინ უერთდება და ვინ არა "ცვლილებებისთვის" ინიციატივას?

09.09.24 15:58
უარი "ოცნებასთან" თანამშრომლობაზე - ვინ უერთდება და ვინ არა "ცვლილებებისთვის" ინიციატივას?

უარი "ოცნებასთან" თანამშრომლობაზე - ვინ უერთდება და ვინ არა "ცვლილებებისთვის" ინიციატივას? - კითხვა "ტვ პირველმა" მას შემდეგ დასვა, რაც  გვარამია, მელია, ხოშტარია და ჯაფარიძის ერთობამ დღეს ხელი მოაწერა  დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, არჩევნების შემდეგ პარლამენტში არჩეული არცერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან მთავრობის ფორმირების საკითხში.

კოალიციის ლიდერებმა მოუწოდეს პოლიტიკოსებს, საჯაროდ თქვან და დადონ პირობა, რომ არ ითანამშრომლონ ივანიშვილის გუნდთან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ "ცვლილებებისთვის" ინიციატივას არ იცნობს, თუმცა თინა ბოკუჩავა ხაზგასმით ამბობს, რომ წინასაარჩევნო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ არცერთი პარტია არ შეუქმნის ივანიშვილს მთავრობას, მისაღებია: 

წინასაარჩევნო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ არცერთი პარტია არ შეუქმნის ივანიშვილს მთავრობას, მისაღებია, თუმცაღა, მე ვფიქრობ, რომ თუ ამგვარი კითხვები არსებობს, სავარაუდოდ, ამ კითხვების სამიზნე სხვა პარტიები არიან, თუმცა ვერ გეტყვით, მე ამ ინიციატივას მე არ ვიცნობ და მას შემდეგ, რაც დეტალები მეცოდინება, ალბათ, შემეძლება საუბარი", - ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

ამ მემორანდუმს არ უერთდება "გირჩი". პარტიაში ამბობენ, რომ ითანამშრომლებენ ნებისმიერ პარტიასთან, როელიც მათ პოლიტიკურ იდეებს გაიზიარებს.

ზოგადად, მემგონი, ბევრი ფიცი და დაგინება და ა.შ. სიტყვაზე რასაც ამბობს, იმ ხალხს სჭირდება, ვისაც ნაკლებად დაეჯერება ხოლმე ასეთ რაღაცეებზე. ჩვენ, მოგეხსენებათ, სიტყვის გატეხვაზე შემჩნეული არასდროს ვართ და შესაბამისად, საჯარო დაფიცებას, რომ მომავალში ცუდად არ მოვიქცევით, არ გავაკეთებთ. რაც შეეხება ვითანამშრომლებთ თუ არა ვინმესთან, ჩვენ ეს წინასწარ გვაქვს გაცხადებული, რომ ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერთან ვითანამშრომლოთ, ვინც დაგვეთანხმება ჩვენი სასამართლოს მოწყობის გეგმაში. განსხვავებით ჩვენი კოლეგებისგან, ჩვენ მარტო არ ვაპირებთ უმრავლესობის აღებას. ჩვენ ვაპირებთ ისეთი რაოდენობის ხმების აღებას, რომლითაც ნაცებსაც ენდომებათ ჩვენთან თანამშრომლობა, ქოცებსაც ენდომებათ და ჩვენ გვექნება საშუალება, ავარჩიოთ, ვისთან ვითანამშრომლოთ. როგორ შეიძლება, ვინმესთან ტანამშრომლობა გამოვრიცხოთ?, - ამბობს იაგო ხვიჩია.

ჯერჯერობით ასევე უცნობია, გიორგი გახარიას გუნდის პოზიციაც. ცნობილია მხოლოდ ის, რომ "საქართველოსთვის"  კოალიციის შექმნას არც "ოცნებასთან" და არც ენმ-თან გეგმავს. 

როგორც ჩანს, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ჯერ არ აღმოუჩენია, რომ ჩვენ დაახლოებით 4 წლის წინ დავტოვეთ „ქართული ოცნება“ და მათთან თანამშრომლობა რომ გვდომოდა, ვითანამშრომლებდით სახელისუფლებო პოზიციების მხრიდანაც. ჩვენ ვიყავით პირველი პარტია, რომელმაც ჩვენი წითელი ხაზები მკაფიოდ გავავლეთ. ჩვემ ვთქვით, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არცერთ ფორმატში არ ვითანამშრომლებთ არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც ენმ-თან. მე ბევრი რამ მინახავს ბოლო წლებშ ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ დღეს ცოტა სახალისდო გამოიყურებოდა. იმედი მაქვს, ისეთი მარკერი მაინც გამოიყენეს, რომელიც არ იშლება დაფიდან და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ რეგიონებში ამ დაფით მოსიარულე ამ პარტიის წარმომადგენლებს, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.