“სანამ დრაფტი ივანიშვილთან არ შეთანხმდება, საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს“ - ზაზა თავაძე

09.09.24 15:39
“სანამ დრაფტი ივანიშვილთან არ შეთანხმდება, საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს“ - ზაზა თავაძე

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ზაზა თავაძის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილებას მანამდე ვერ გამოაცხადებს, ვიდრე “ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან არ შეათანხმებს.

როგორც ის ამბობს, საკონსტიტუციო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, ვინაიდან მოსამართლეების უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება.

საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, ვინაიდან მოსამართლეების უმრავლესობა ემორჩილება “ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს. შესაბამისად, სანამ დრაფტი მასთან არ შეთანხმდება, ეჭვი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებენ.

პირველი უნდა იყოს მიიღეს თუ არა წარმოებაში და ამისთვის საკმაო დრო გავიდა, და მეორე საკითხი უნდა იყოს შეჩერდება თუ არა სადაოდ გამხდარი რუსული კანონი, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე თუ გარკვეული ვადით “, - ზაზა თავაძე.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერების შესახებ პრეზიდენტის, ოპოზიციის და მესამე სექტორის სარჩელები განიხილა, თუმცა პროცესების დასრულებიდან 8 დღის თავზეც ვერდიქტი არ გამოუცხადებია.