გაჭიანურების შედეგი აზრის გაყოფა იქნება და რუსული კანონის მოქმედება არ შეჩერდება - დავით ჯაყელი

09.09.24 16:12
გაჭიანურების შედეგი აზრის გაყოფა იქნება და რუსული კანონის მოქმედება არ შეჩერდება - დავით ჯაყელი

ყოფილი მოსამართლე, დავით ჯაყელი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის სარჩელზე გადაწყვეტილების გაჭიანურების შედეგი აზრის გაყოფა იქნება, რის შემდეგაც, კანონის მოქმედება არ შეჩერდება.

დავით ჯაყელი ამბობს, რომ საბოლოოდ, კანონი ძალაში დარჩება და ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის საზიანო იქნება.

გაჭიანურების შედეგი, საბოლოოდ, იქნება აზრის გაყოფა. ამ შემთხვევაში, კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ექნებათ საქმელი, რომ ნაწილმა მოსამართლეების მხარი დაუჭირა კანონის შეჩერებას, ნაწილმა პირიქით. კანონი კვლავ ძალაში დარჩება. გადაწყვეტილება, შესაბამისად, ქვეყნისთვის საზიანო იქნება“,- განაცხადა ჯაყელმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერების შესახებ პრეზიდენტის, ოპოზიციის და მესამე სექტორის სარჩელები განიხილა, თუმცა პროცესების დასრულებიდან 8 დღის თავზეც ვერდიქტი არ გამოუცხადებია.