დაშინების და ზეწოლის პრაქტიკამ ვერ იმუშავა და ხელისუფლება “ენჯეოების“ მოსყიდვაზეა გადასული - ლომჯარია “ოცნების“ ინიციატივაზე

09.09.24 16:35
დაშინების და ზეწოლის პრაქტიკამ ვერ იმუშავა და ხელისუფლება “ენჯეოების“ მოსყიდვაზეა გადასული - ლომჯარია “ოცნების“ ინიციატივაზე

საზოგადოებრივი პლატფორმა “საქართველოს ევროპული ორბიტას“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია “ოცნების“ ახალ ინიციატივას, საგრანტო ფონიდს შექმნასთან დაკავშირებით, “რუსულ ხელწერად აფასებს“ და ამბობს, რომ ხელისუფლება “ენჯეობის“ მოსყიდვის რეჟიმზე გადავიდა.

ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ საქმიანობას აღნიშნული ფონდი არ დააფინანსებს.

როგორც ჩანს დაშინების და ზეწოლის პრაქტიკამ ვერ იმუშავა, არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დარეგისტრირდა ე.წ აგენტების რეესტრში და ახლა ხელისუფლება გადასულია ენჯეოების მოსყიდვის რეჟიმზე, ეს არის ნაცნობი ხელწერა. რუსეთშიც ზუსტად ასე განვითარდა მოვლენები. 

რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული საქმიანობის დაფინანსებას, ამ ტიპის ფონდისგან“, - ამბობს ლომჯარია. 

საქართველოს მთავრობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომელიც ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტრირდნენ, სახელმწიფო გრანტს გამოყოფს. 

ირაკლი კობახიძის თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი იქნება ორჯერ მეტი დაფინანსება, ვიდრე მათ დონორი ორგანიზაციები სთავაზობენ.