მთავრობის კორუფციის გასაკონტროლებლად სამოქალაქო სექტორის დაფინანსება, აბსურდია - ქევხიშვილი
“საერთაშორისო სამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელის, სანდრო ქევხიშვილის განცხადებით, ის ორგანიზაციები, რომლებიც სახელმწიფო გრანტს მიიღებენ, იქნებიან მთვრობის მიერ ორგანიზებული სამოქალაქო ორგანიზაციები,
ქევხიშვილი აბსურდად მიიჩნევს იმას, რომ სამოქალაქო სექტორი მთავრობის კორუფციის გასაკონტროლებლად დაფინანსდება.
სამოქალაქო სექტორის დაფინანსება იმისთვის, რომ შემდგომ მათ გააკონტროლონ მთავრობის კორუფცია, აბსურდია, ასე არ ხდება. ამიტომ, ის ორგანიზაციები, რომლებიც ზედამხედველობის საქმიანობისთვის მიიღებენ ამ თანხას, ჩავთვალოთ, რომ იქნებიან და არიან, მთავრობის მიერ ორგანიზებული სამოქალაქო ორგანიზაციები“, - ამბობს ქევხიშვილი.
საქართველოს მთავრობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომელიც ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტრირდნენ, სახელმწიფო გრანტს გამოყოფს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი იქნება ორჯერ მეტი დაფინანსება, ვიდრე მათ დონორი ორგანიზაციები სთავაზობენ.