სამთავრობო სერვისებში ქართული და ინგლისურის გარდა რუსული ენაც გაჩნდა - კალაძე პრობლემას ვერ ხედავს
კახა კალაძეს უჭირს განმარტოს, რატომ დაემატა რუსული ენა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის აპლიკაციას. ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, როგორც ოფიციალურ საიტზე წერია, დედაქალაქიის მერიაა. აპლიკაციის საშუალებით კი მოქალაქეები ავტობუსების მარშრუტებს, გრაფიკს და გაჩერებების ადგილმდებარეობას ეცნობიან.
"პირველებმა" დედაქალაქის მერს დაუსვა კითხვა, რა აუცილებლობა იყო სახელმწიფო აპლიკაციაში მესამე ენის, რუსულის დამატება. კახა კალაძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ამ ყველაფერშ პრობლემას ვერ ხედავს.
რავიცი, რა პრობლემაა სხვა და სხვა ენები რომ იყოს? მე არ ვიცი, რომელ აპზე საუბრობთ, თუმცა საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ მაგასთან დაკავშირებით, თქვენ ხედავთ, ქალაქში რამდენი უკრაინელია ჩამოსული, რამდენი ადამიანი ცხოვრობს მუდმივად საქართველოში მას შემდეგ,რ აც უბედურება დაიწყო და ის პროცესები, რაც მიმდინარეობს, მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც უკრაინაში ხდება. გარდა მაგისა, არის ბევრი რუსულენოვანი ტურისტი ჩამოსული და ცუდი რატოა?, - ამბობს კალაძე.
"პირველებმა" ასევე აღმოაჩინა, რომ მესამე ენა - რუსული გაჩნდა იუსტიციის სახლის აპარატებშიც.
ხელისუფლების ოპონენტები აბობენ, რომ "ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში კომფროტი შეუქმნას.
მათ შორის, როდესაც მთელი მსფლიო ცდილობს, დისტანცირება მოახდინოს ყველა დონეზე და ყველა სფეროში ტერორისტი რუსეთი სახელმწიფოსგან, ამ დროს „ქართული ოცნების“ ლიდერები ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ყველაფერს აკეთებენ, რომ ფიანდაზად გაეფინონ და ასიამოვნონ პირადად პუტინს და ოკუპანტებს. ამიტომ, ეს არის ჩვენი მოქალაქეების დაცინვა, - ამბობს „ერთიანობის“ ლიდერი ირაკლი ნადირაძე.