26 ოქტომბრის შემდეგ საქართველო დაჩქარებული ტემპით გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი - ჯაფარიძე

09.09.24 17:42
26 ოქტომბრის შემდეგ საქართველო დაჩქარებული ტემპით გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი - ჯაფარიძე

"26 ოქტომბრის შემდეგ საქართველო დაჩქარებული ტემპით გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ევროპულ განათლებას, ევროპულ ჯანდაცვას და ევროკავშირის პასპორტს ნიშნავს, რომელსაც ქართველი ხალხი აუცილებლად მიიღებს.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ღონისძიება “ერთიანობა  ევროკავშირისთვის” ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს ბროშურები და სიმბოლურად, ევროკავშირის პასპორტები დაურიგეს. სოფო ჯაფარიძის განცხადებით, "ევროკავშირის პასპორტები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ძალიან მალე. 26 ოქტომბრის შემდგომ, როდესაც "ქართული ოცნება" აუცილებლად დამარცხდება, ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მოლაპარაკებას ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად, დაჩქარებული ტემპით გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი, რაც ნიშნავს ევროპულ განათლებას, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ პენსიებს, ევროპულ ხელფასებსა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას. ეს აუცილებლად ასე იქნება და 26 ოქტომბრის შემდეგ, ძალიან მალე, თითოეულ მოქალაქეს აუცილებლად ექნება აი ეს, ევროკავშირის პასპორტი", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ.