გვაქვს პასუხისმგებლობა, ქართველ ხალხს მხარი დავუჭიროთ მაშინ, როცა ისინი რუსეთის ჩარევისა და დემოკრატიის ეროზიის წინაშე არიან" - ჰელსინკის კომისია
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია რუსეთის ფედერაციას საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს - ჰელისნკის კომისია პლატფორმა "X"-ზე წერს, რომ ქართველი ხალხი საკუთარ ქვეყანაში "დემოკრატიის ეროზიას" აწყდება.
ქართველმა ხალხმა აირჩია მომავალი, რომელიც თავისუფალი, დემოკრატიული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების ნაწილია.
ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ ამ რეალობის მიღწევაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი აწყდებიან რუსეთის ჩარევას და დემოკრატიის ეროზიას საკუთარ ქვეყანაში", - წერს ჰელსკინკის კომისია.