საგანგებო დებატები კონგრესში - სენატორები "ოცნების" ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე იმსჯელებენ

09.09.24 20:09
საგანგებო დებატები კონგრესში - სენატორები "ოცნების" ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე იმსჯელებენ

ოცნების შავი ხუთშაბათი - საქართველოს საკითხის განხილვა ვაშინგტონში  ფორსირებულ რეჟიმში იწყება. შტატები ოცნებას მეტ დროს აღარ აძლევს. სამ დღეში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ქვეყანაში  შექმნილ მძიმე რეალობაზე იმსჯელებს. ასევე უახლოეს მომავალში    იგეგმება მეგობარი აქტის დამტკიცება.  რაც  ავტომატურად ნიშნავს, რომ შტატები ოლიგარქის მთავრობის წინააღმდეგ  სანქციების ახალ პაკეტს აამოქმედებს. 

ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ხელისუფლება ისევ კონსპირაციის  თეორიებშია დაკარგული. პრემიერმა  ვაშინგტონის მკაცრი გზავნილების უკან არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის გეგმა ამოიკითხა.  პარტიის გენერალურმა მდივანმა კი  ამერიკა ბინძური კამპანიის თანამონაწილედ გამოაცხადა. ჯიმ ობრაიანი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციაში ამერიკულ სანქციებს ხელმძღვანელობს ღიად ამბობს, რომ   ოცნების კამპანია სოციალური ქსელების სიგიჟეს დაემსგავსა.

საგანგებო მოსმენა სენატში - ინა ცარციძე დეტალებით