რატომ ჭიანურდება რუსულ კანონზე ვერდიქტის გამოცხადება - ქვეყნის მთავარი სასამართლოს მთავარი მსაჯულები მეცხრე დღეა, დუმილს ირჩევენ

09.09.24 20:15
რატომ ჭიანურდება რუსულ კანონზე ვერდიქტის გამოცხადება - ქვეყნის მთავარი სასამართლოს მთავარი მსაჯულები მეცხრე დღეა, დუმილს ირჩევენ

ყველა გონივრული ვადა ამოწურულია, მაგრამ  ვერდიქტი მაინც არ ცხადდება. პლენუმის მოსამართლეები ისევ ფიქრობენ, ამასობაში კი არასამთავრობო სექტორის  განადგურების საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება. მოსამართლეებს, ვის ხელშიც ახლა ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის ბერკეტია, პირველებმა ვკითხეთ, როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება რუსული კანონის შესახებ

მოქმედი მოსამართლეები დუმილის რეჟიმში არიან. ყოფილები კი, ვინც სისტემაში ბევრი წელი გაატარეს ამბობენ, რომ ქვეყანა რეალურად არა პლენუმის, არამედ ივანიშვილის ვერდიქტის მოლოდინშია. ოლიგარქი ფიქრობს,  რა გადაწყვეტილება დაუკვეთოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც შემდეგ მოსამართლეები გაახმოვანებენ. მანამდე კი  ღია მინიშნება პლენუმს ირაკლი კობახიძემ  მისცა,რომელმაც  თქვა რომ რუსული კანონი არ უნდა გაუქმდეს.

ვის რა მოლოდინი აქვს? - ნანუკა ქაჯაიაა პირდაპირ ეთერში